გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარე რაფი ორუჯოვის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილეს.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კანადური საინვესტიციო კომპანიის „KAMKON INVESMENTS“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კანადური კომპანიის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.

სრულად...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოკითხვა - როგორ აფასებთ ხარაგაულის მერის საქმიანობას, ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სრულად...

2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფმა მერის, ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ადგილობრივებთან შეხვედრები დაიწყო. განსახორციელებელ პროექტებს საერთო კრებებზე, თავად მოსახლეობა შეარჩევს.

სრულად...

200-ზე მეტი სერვისი ადგილიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი, ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურება − თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. 

სრულად...

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრები: ბიძინა გეგიძე, კობა ნაკაიძე და ზაზა პაპუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდნენ.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა ემზადება კენჭისყრისთვის, დაუჭიროს თუ არა მხარი ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეულ „ბრექსიტის“ შეთანხმებას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე.

სრულად...

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი SPA 190000127, ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმის გზის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი