ცენტრალურ პარიზში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მძლავრი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ, მოსამართლეთა არჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ პარლამენტიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის გაწვევა, „იურიდიულად შეუძლებელია“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა.
დაიღუპა სამი ადამიანი და ათეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო, მათ შორის ზოგიერთმა მძიმე, მას შემდეგ, რაც ორსართულიანი ავტობუსი კანადის დედაქალაქ ოტავაში, უესტბოროს სადგურზე გაჩერებას შეეჯახა. ინციდენტი ადგილობრივი დროით პარასკევს, შუადღის 3:50 საათზე მოხდა.
ადოლფ ჰიტლერის სიკვდილზე არაერთი თეორია არსებობს. ზოგი ირწმუნება, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით კი არ დაასრულა, არამედ გაიქცა და თავისი სიკვდილით მოკვდა. მაგრამ „ეფ-ეს-ბეს“ არქივში მასზე ყველა მონაცემი ინახება.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. „რუსთავი 2“-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს არ აინტერესებს არაფერი რაც ქართულ პოლიტიკას უკავშირდება და აცხადებს, რომ „მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი“.
სოფელ ოფშკვითში, ეკომიგრანტების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შეხვდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაცნობის შემდეგ მერმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა სტიქიური მოვლენების დროს ფორსმაჟორული სიტუაციის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო სამუშაო ჯგუფთან, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერი ხელმძღვანელობს.
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინაგეგიძე, განცხადებას ავრცელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.