2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, ყველა არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა და „ქართული ოცნება”‘ გახლავთ იმის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

სრულად...

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის მიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო. 

სრულად...

დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელს ელექტროენერგია 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილობრივებს კი, ურთულეს პირობებში უწევდათ ცხოვრება. 

სრულად...

რეაბილიტირდა 15 სკოლა; უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 20 სკოლის 1736 მოსწავლე; სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით; აშენდა 7 და რეაბილიტირდა 12 საბავშვო ბაღი.

სრულად...

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ჩამონათვალში ერთ-ერთია. 2010 წელს ფონდმა „ქართუმ“ ფაქტობრივად გადაარჩინა მძიმე მდგომარეობაში მყოფი თეატრის შენობა და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი, რომლებსაც წლების განმავლობაში რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება და მოღვაწეობა. ფონდი „ქართუს“ დახმარებით არაერთი დამსახურებული მოღვაწე გადაურჩა ურთულეს წლებს, აცხადებს ბადრი მაისურაძე.

სრულად...

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სალომე ზურაბიშვილის შვილის მიერ გრიგოლ ვაშაძის შვილის დებატებში გამოწვევას გამოეხმაურა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლო დადგომის კომენტირებისას განუცხადა, რომ დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით.

სრულად...

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ იმირთან მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილს მატარებელი დაეჯახა. ავტომობილში მყოფი ორი მამაკაცი გარდაიცვალა. 

სრულად...

ზაზა ოქუაშვილი ბიზნეს რეკეტით დაკავებული ყველა პირის დასჯას ითხოვს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ იმ პირობებში როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა, ეს ვერ მოხდება.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკანორ მელიას მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გაჟღერდა  უსაფუძვლო ბრალდება და გავრცელდა მცდარი ინფორმაცია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი