თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უდანაშაულობის პრეზუმციის ცნების შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტიციო სამუშაოები გრძელდება.
ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთზე - იალბუზის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება და გადაადგილების სქემა შეიცვლება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრია ლორთქიფანიძე მოინახულა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალში მოასფალტებული გზა გახსნეს, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილეები, საკრებულოს და მერიის სხვა წარმომადგენლები, ასევე პატარა არაქალის მოსახლეობა.
ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, ქვედა გორა-შუა გორას დამაკავშირებელი, გიორგაძეები-გაბუნიების საუბნო, საავტომობილო გზის აღდგენის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
თბილისი, 21 ოქტომბერი 2022: დღეს, ლიბერთის ახალი პროდუქტის ‘გამარტივებული იპოთეკური სესხის’ შესახებ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარტივებული იპოთეკური სესხი, ბინის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას 0% თანამონაწილეობით გულისხმობს.
„სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი არ და ვერ შემცირდება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემაში საუბრისას განაცხადა. ჯუანშერ
ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება სამხედრო ავიაციის სფეროში დაგროვილი
გამოცდილებითა და ცოდნით აქცენტს კომერციულ შეკვეთებზეც გააკეთებს.
რადიო იმედზე, გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრი
საქართველოში ჯარის, როგორც ინსტიტუციის დისკრედიტაციის ფაქტს კიდევ ერთხელ
გამოეხმაურა. მინისტრის შეფასებით, პარადოქსია, რომ ჯარის პოპულარიზაციისა და
ჯარისკაცის დაფასების, მისი მუნდირის ღირსების გაფრთხილების ნაცვლად, გარკვეული
ჯგუფების მხრიდან ინსტიტუციის დისკრედიტაციასა და ჯარში შუღლის გაღვივების
მცდელობას აქვს ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.