18 ოქტომბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს.
სწავლება “კავკასიის არწივი 2022„ - ის ფარგლებში ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს.
თელავში, პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გახსნა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის სამუშაო ვიზიტს ნიდერლანდებში, რომელიც მაისის თვეში საქართველოს ელჩთან დავით სოლომონიასთან ერთად ჰოფ ვან ტვენტეს მუნიციპალიტეტში (ოვერეისელის პროვინცია, ნიდერლანდები) განხორციელდა, კონკრეტული შედეგები მოჰყვა - ხონს ინვესტორების ჯგუფი ესტუმრა, რომელთა ინტერესის სფერო მეცხოველეობა და მეღვინეობაა.
არაფერია იმაზე უხერხული, როდესაც ქალაქი გლოვობს და შენ შენი, გაბერილი პიარსამსახურითა და მაისურებით დარბიხარ წინ და უკან და სურათებს იღებ! - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, პაველ ბლაჟეკს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადა 18 წლისაა. ვაზიანში, პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. ცერემონიალის დაწყებამდე, სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე", „უმწიკვლო სამსახურისთვის“, „გიორგი ანწუხელიძე", „გენერალი მაზნიაშვილი", „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „საბრძოლო იარისთვის“ დაჯილდოვდნენ.
ლიბერთის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებელის“ რედაქციისა და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ორგანიზებით, უკვე მეექვსედ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“.
თბილისის მერია შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.