საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო ,,იმედის'' ეთერში
კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ
კიბერუსაფრთხოება არის არაკონვენციური ომის ნაწილი. თუმცა, აქტუალურობიდან
გამომდინარე, იგი აუცილებლად გადაიზრდება კონვენციური ომის ჭრილში.
„ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით რა
ნაბიჯებიც გადავდგით დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“
სტუმრობისას.
„რაფაელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და ჩვენ
მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც
ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო,
ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე. დღეს ძალიან გართულებულია ეს
პროცესი”, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო
„იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
არც ერთ შემთხვევაში, პიროვნულად ერთმანეთს არ ვადარებ, რადგან ისინი სრულიად განსხვავებული ტიპაჟები არიან, უბრადაც კი იყვნენ ერთმანეთის მიმართ, მხოლოდ ერთი თვალხილული მსგავსებაა მათ შორის, ორივე გასული საუკუნის 90-იან წლებში, რუსეთში, სულ რაღაც 10 წელიწადში "ნაშოვნი" ფულით გახდა მილიარდერი!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით“, რომლის მიხედვით საქართველოს გამოეყოფა 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი. ამის შესხებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ჭრილში სამინისტროების მასშტაბით
პირველად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რისკის მართვის სისტემის დანერგვა
მიმდინარეობს. აღნიშნული ფინანსური მართვისა და კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.