ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-17 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქ აშგაბატში გაიმართა.
„ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ერთად ვიმუშაოთ თქვენი მიზნების განხორციელებისთვის, რადგან თქვენი წარმატება, ეს ჩვენი წარმატებაა“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ზუგდიდში, ფერმერთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, რამდენიც საჭირო იქნება პორტფელის შესასყიდად, იმდენი გადაუხადოს კომერციულ ბანკებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცავები, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მევალეთა ერთი ნაწილისთვის დავალიანებების განულების გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისობაშია. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით ყველაფერი წესრიგშია.
ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ინიციატივას მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულების შესახებ „ბოროტ აფიორას" უწოდებს.
სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.