არხზე მიმდინარე პროცესებში გასარკვევად, ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი იყო ძალიან აქტიური მსგავს თემებზე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი.
„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, უწყებათაშორის კომისიაზე გუშინ პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა და კომისიის სხდომაზე ტელეფონებით შესვლა ყველას აუკრძალა.
საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ჩართული კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მას დაუჭერს მხარს და არა სხვა, რომელიმე კანდიდატს. შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად ცესკოში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომელშიც მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, პეტრე მამრაძეც შედის.
ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა მაყვალა ხურციძე ნიუ იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი გოგონა ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. ფოთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი მათ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება მოუწევთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. გ., ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთის და მეორის გარანტი საქართველოში არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვიმოქმედებთ“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იბერიას“ განცხადებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.