ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მის გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ეკონომიკის განვითარების პარალელურად, იზრდება ენერგომოხმარებაც - ოფიციალური სტატისტიკით, ელექტროენერგიის ყოველწლიური მოხმარება დაახლოებით 4,5 პროცენტით მატულობს.
ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მცველი და ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანი, 31 წლის ცენტრალური მცველი გურამ კაშია ლგბტ თემის მტკიცე და უდრეკი მხარდაჭერისათვის „უეფამ“ თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა.
სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრი საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტს აფასებს. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველომ უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას სწორედ გერმანიის მხარდაჭერით მიაღწია.
„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო წარდგენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შეიძლება 2-3 კაცი რაღაცას თავისთვის ლაპარაკობს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია - „ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე არ ეყოლება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტს სიმბოლურს უწოდებს და ამბობს, რომ ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ გერმანიას რეგიონთან და საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება სურს.
„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო წარდგენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
თბილისში საქართველო-იაპონიის მთავრობებს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დაიწყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ირანის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე სეიედ ჰამიდ კალანტარი ხელმძღვანელობს.
„ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებას გადის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.