რაჭაში, ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვაშინგტონმა შეერთებულ შტატებში ასეულობით მილიონი დოლარის რუსული აქტივები დაბლოკა, განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სიგალ მანდელკერმა.
ლევან იზორია ჰოჰენფელსში, გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRS) საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრება და ქართული კონტინგენტის მომზადების შესახებ ბრიფინგს პირადად მოისმენს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წარუდგინეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, იოსებ გოგაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტის დატოვებას, მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0145 პუნქტით გაუფასურდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. თარგამაძის თქმით, გოგაშვილის წასვლა, მაშინ გადაწყდა, როცა ლილუაშვილი მიავლინეს სუს-ში, რადგან საბოლოოდ ყველა მაღალი თანამდებობა ივანიშვილის ოჯახურ „ქართუს" კადრებს ბარდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ არ არის საკმარისი იოსებ გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტიდან წასვლა. უდუმაშვილის თქმით, ადრე თუ გვიან, გოგაშვილის, რომელიც „ქართული ოცნების" სიმბოლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან იოსებ გოგაშვილის გადადგომის ფაქტს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.
„ძალიან მნიშვნელოვანია. რომ 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა როგორც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ისე დასაქმებულთა რაოდენობა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, რაც 45.7 ათასს შეადგენს, გამოწვეულია დაქირავებით დასაქმებულთა ზრდის ტენდენციით - აქ ჩვენ დაახლოებით 7%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ჩვენს ეკონომიკაში ახლადდასაქამებული 55.7 ათასი ადამიანია“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.