გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ათეულის მეთაურის სერჟანტის კურსის საწყისი-საბრძოლო მომზადების მეორე ეტაპის დასრულების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეებმა სერჟანტის კრედოს წარმოთქმით დაიწყეს. სერჟანტებს კურსის დასრულება წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო. სტიქიის მიზეზებზე პრემიერმა ჟურნალისტებთან ჭუბერში ისაუბრა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩავიდა.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი 18 კანდიდატიდან შერჩეული და საპროკურორო საბჭოსათვის წარდგენილი კანდიდატების სია ასეთია: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს 3 ივლისს, „TV პირველი“-ის გადაცემა „რეაქციაში“ რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურის, გიორგი აბდუშელიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად მღვდელმსახურმა გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, 1974 წელს დაბადებული გ.ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში - სტიქიის ზონაში არსებული ვითარება მუდმივად კონტროლდება და მდინარე ნენსკრაში წყლის დონის მომატების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
მექსიკაში, ქალაქ ტულტეპეკში, რომელიც პიროტექნიკის ქალაქადაა ცნობილი, ფოიერვერკების საწყობში მომხდარ ინციდენტს 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ორმოცამდე ადამიანი. დაზარალებულებს შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებიც არიან.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ზემო სვანეთში, ჭუბერის თემში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ საუბრისას ხარაგაულში გვირაბების მშენებლობებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გვირაბების აფეთქება პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ბიზნესინტერესებს უკავშირდება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და სტუდენტების ერთობლივი ექსპედიცია, ადიგენის შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოეწყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ მოგვარდა მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის პრობლემა, რომელიც აფერხებდა წყალმომარაგების სათავე ნაგებობის ქვესადგურის მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.