საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დღეს საბჭოს მუდმივმა წევრებმა 11-12 ივლისის ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. კონსტიტუციის მიხედვით, ამ თანამდებობაზე კანდიდატი საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. მარგველაშვილის მიერ რიჟვაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, იგი აჭარის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და პროგრამას წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
„აუქციონებზე და კერძო მევახშეებთან იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვა - ეს არის მწვავე პრობლემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ათასობით ჩვენს მოქალაქეს, მსესხებელს, და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან არასამართლიანი გარემოა ამ თვალსაზრისით“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გამყარდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 5 ივლისს მდინარე ნენსკრის ადიდების და სტიქიური მოვლენის განვითარების ამსახველი არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა სოციალური ქსელის, „Facebook“-ის პირდაპირი რეჟიმის საშუალებით.
პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში, სამხედრო დღე მანავის ბანაკში გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციით დაიწყეს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.