„გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის", ამის შესახებ რუსეთთან, ცენტრალ აზიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, დირკ ვიზემ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის დისკუსიაში „საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის“.
ეკა ბესელია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასებისას აცხადებს, რომ კომისია თანდათანობით კანონის მოთხოვნებს სცილდება და არ აქვს ის ლეგიტიმაცია, რომელიც მას პარლამენტმა მისცა, რისი დასტურიც ბესელიას აზრით, გუშინდელი დღეც იყო, როცა სხდომაზე კომისიის ოპოზიციური წევრების მიერ კუპრავას მიმართ მხოლოდ ორი შეკითხვა დაისვა, ხოლო თავად კუპრავა კი „კომისიის წევრებს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე განცვიფრებას ვერ მალავს იმასთან დაკავშირებით, რაც მან კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელევიზიის მეშვეობით იხილა.
შს მინისტრის მოადგილისთვის ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ არასწორი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, ასე უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ პარლამენტში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრ ირმა ნადირაშვილს.
მალაიზიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ნაჯიბ რაზაკი ანტი-კორუფციული სააგენტოს მიერ მის სახლში იქნა დაპატიმრებული. მას ბრალი ოთხშაბათს უნდა წარედგინოს. კუალა ლუმპურის უმაღლეს სასამართლოში სხდომა 08:30 საათზე უნდა დაიწყოს, იტყობინება BBC.
გამომძიებელი: „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კამერების ჩანაწერების ამოღება არ მოხდა, ჩანაწერებს საფრთხე არ ემუქრებოდა“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ პარლამენტში.
„იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა იმ პირის იდენტიფიცირება და თუ გვექნებოდა დასაბუთებული ვარაუდი რომ გ.მ.-ს დაზიანება მიყენებული იყო კონკრეტული პირის მიერ, რა თქმა უნდა მას წარედგინებოდა ბრალდება და მერე ცალკე წარმოებად წარიმართებოდა საქმე, თუმცა ამ შემთხვევაში გამოძიებამ გამოკითხა ყველა პირი“, განაცხადა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უთხრა, რომ 35 დღის განმავლობაში, რომელიც მათ კანონით ჰქონდათ განსაზღვრული, ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეუძლებელი იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამოძიება სწორად იქნა წარმართული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მარტო იყო და მას არ ახლდნენ მშობლები. ადგილზე მყოფი მოქალაქეები პოლიციას არასრულწლოვანის გადაყვანის უფლებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სამინისტროს შენობის ეზოში ორდღიანი პროტესტი შეწყვიტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.