ტალინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. ოქმში ნათქვამია, რომ სხდომის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხოლო სხდომის მდივანი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი იყო. წმინდა სინოდის  სხდომას ესწრებოდა 43 მღვდელმთავარი, ხოლო 4 მღვდელმთავარი არ ესწრებოდა.

სრულად...

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელ იმ ცვლილებებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც თბილისის ტერიტორიის დაზიანებისა და იერსახის დამახინჯებისათვის სანქციები მკაცრდება.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე საქართველოს საპატრიარქოში შეკრებილი მღვდელმთავრებისა და სხდომის დარბაზში უწმინდესის მიბრძანების ვიდეო კადრებს ავრცელებს.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, სადაც ბიუროს ფორმატში მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა, შეხვედრა დასრულდა.

სრულად...

„რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა ძალიან ცუდი ხმები მომდის ამასთან დაკავშირებით და მინდა გავაფრთხილო ყველა - არავინ  გაბედოს პროტექცია იმისთვის, რომ ვიღაცის ნაცნობობით და დახმარებით მოხდეს ბავშვების რეგისტრაცია", აცხადებს თბილისის მერი დედაქალაქის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

სრულად...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 150 ერთეული ნაგვის შემკრები კონტეინერი საჩუქრად გადაეცა.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში, რესპუბლიკურ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლა და სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვა. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი