პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში, ბიუროს ფორმატში მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და თერჯოლის მერმა, ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე ე.წ. ციანიდის საქმეზეც ისაუბრეს.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომიდან ერთ-ერთი პირველი ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოვიდა.
ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის „HeritageFoundation” მკვლევარი ლუკ კოფი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მცირე მთავრობის იდეას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი დააკავეს. 27 წლის გოჩა ბერიანიძისა და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის დაკავება სოფლის სალოცავთან მოხდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე სამინისტროს შერწყმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გაცხადებული პოზიციაა და როგორც კობახიძე ამბობს, მთავრობის შიგნით ფუნქციების სწორად დალაგებასთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება.
„უამრავი ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიზანი არის პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერება, მისი ფუნქციური გაძლიერება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.