საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გაუფასურდა.
თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა, მაშინ ამ თაღლითობის ბენეფიციარი ვინ არის, ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბატაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას თაღლითურ სქემაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს ელჩებს შეხვდა.
„მივესალმები ცვლილებების სურვილს, რომელიც პრემიერობის კანდიდატის განწყობებსა და სამოქმედო პროგრამაში იკვეთება“, აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომელიც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი ახალი სამთავრობო პროგრამის წარმოდგენის შემდეგ ამბობს, რომ მთავარია თითოეული ცვლილება დარგის სპეციალისტების მიერ სიღრმისეული კვლევის შედეგად განხორციელდეს“.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ დაუსვა შეკითხვა და მისგან პასუხის მიღება მოითხოვა იმასათან დაკავშირებით, თუ რატომ შეაჩერა „ქართულმა ოცნებამ“ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება.
ასეთი მიდგომით და ასეთი შემადგენლობით ეს მთავრობა ამ ქვეყანას ვერანაირ პოზიტივს ვერ მოუტანს, აცხადებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის შეფასებისას.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა „მავნებლობა და უაზრობაა“, რომელსაც ასრულება არ უწერია.
ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ადიდებულმა ღელემ ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი გამოიტანა და ნათესები დატბორა. დაიტბორა, ასევე, რამდენიმე მოსახლის საცხოვრებელი სახლი და ეზო. დაზიანდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მილები.
პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და ასევე, შესაძლოა ძალიან მძიმე დანაშაულში, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა 2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიის ზრდას გეგმავს.~
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.