საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 8 305 000 დოლარი გაყიდა, გასაყიდად კი, გამოტანილი იყო 20 მლნ აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961 შეადგინა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა
საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მან თავდაცვის
ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი
ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს
მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში
წარმატებები უსურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი ესტუმრა. ელჩს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით თამაზაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება - 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება.
იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, 11 აგვისტოს, მაშინ როდესაც იაპონიაში მთის დღე აღინიშნება, იაპონიის ელჩი, იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. კავკასიონის ულამაზესი მთებით შემოსაზღვრულ ადგილას, მან ხაზი გაუსვა მთის საკვანძო როლს ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში.
საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტიციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა.
დღეს ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა მშობლიურ ქალაქ
ოზურგეთში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის
სარდლობების სამხედროებმა ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში გმირი
მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდულმა ბანაკმა მოსწავლეებისა და
სტუდენტების მიღება განაახლა. დღეს ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა, რომლის ფარგლებში
მათ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის
სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ.
სამგზავრო ვადიანი აბონემენტების საბანკოპლასტიკურ ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდანიქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.