შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალური
ეტაპი „3X3“ კალათბურთში ბათუმში გრძელდება. ტურნირი კალათბურთში საქართველოს
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება.

სრულად...

ქალაქ ცაგერში ტურიზმის ცენტრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. მოწესრიგდა ტერიტორია, ეზოში შეტანილი იქნა ნაყოფიერი ნიადაგი.

სრულად...

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ. მათ გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

სრულად...

გლდანის რაიონის გამგეობა 18 აგვისტოს, ღამის საათებში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას დაიწყებს.

სრულად...

თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, სადაც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, 22 აგვისტოდან შეუფერხებლად იმუშავებს.

სრულად...

სამგორის რაიონში, 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება.

სრულად...

„ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული ელჩის რანგში“, - ამის შესახებ ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში 2587 მ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტში, ეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან სოფელ ბარშამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ბარშამდე, მთლიანად მოეწყო მონოლითური ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე მოეწყო გვერდულები და ხელოვნური ნაგებობები (ცხაურები, გაბიონები, კიუვეტები, მილხიდების სათავისები).

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი