შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირს ბრალი წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს.
ჰავაის კუნძულებზე, ვულკან კილაუეას გააქტიურების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა და როგორც BBC იუწყება, საგანგებო სიტუაციის გამო, საცხოვრებელი სახლების დატოვება, ამ ეტაპზე 1700 ადამიანს მოუწევს.
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა უტარ პრადეშსა და რაჯისტანის შტატებში.
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებულს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ქალაქ ვანში 26 მაისის პირველ შესახვევსა და ერისთავის ქუჩებზე საავტომობილო გზის სრული აღდგენა დასრულდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წ. დააკავეს.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარ ბ.ო.-ს მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი - 1984 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ დააკავეს. მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები განთავსდნენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში გაუწევენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.