ჩრდილოეთ კორეამ დროის სარტყელი შეცვალა და ამიერიდან ფხენიანის სასაათო სარტყელი სამხრეთ კორეის შესაბამისი იქნება. პარასკევს, ადგილობრივი დროით 23:30 საათზე (15:00 GMT) ქვეყანაში საათებმა 30 წუთით წინ გადაიწია, რაც „პირველი პრაქტიკული ნაბიჯია“ კორეის გაერთიანების დაჩქარების გზაზე, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო.

სრულად...

თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის გამოფენა გაიხსნა. 

სრულად...

გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი თენგიზ ქუთათელაძე ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

სრულად...

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრების მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

სრულად...

ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას, აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის კომენტართან დაკავშირებით.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0031 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას ისახავს მიზნად.

სრულად...

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე შეწყალების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, კობახიძის განცხადება მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი არ არის.

სრულად...

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და მოქალაქე თემურ ბასილია გაამართლა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

ეროვნული ნაკრების წევრებმა ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადებაც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ნაკრებს ფედერაციისგან მხარდაჭერა არ აქვს, ქართულ ძიუდოში შექმნილი რთული ვითარების გამო კი, საჭიროდ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას მიიჩნევენ.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი