2 ადამიანი დაიღუპა, 17 კი საავადმყოფოშია მოთავსებული მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ღამით დაბა მანგლისის სიახლოვეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე ფოკას მონასტრიდან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი აშან იქბალი დაჭრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ნაროვალში, სადაც იგი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგს ესწრებოდა. მას სულ მცირე ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.
ცნობილი ველომრბოლელი ნოდარ ბერიძე ველომარათონს „საქართველო მშვიდობისათვის“ განაგრძობს. მან ერთხელ უკვე მოიარა ევრაზია და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. იმყოფებოდა სამეგრელოში -ენგურის ხიდზე, გამოიარა აბაშა, მარტვილი ხონი და დღეს 16:00 საათზე ის წყალტუბოში იმყოფებოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს გურამ თურქაძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღვინის ფესტივალს დაესწრო, რომელიც კოოპერატივ „მეღვინეობა საზანოს“ დამფუძნებლის გივი ჩუბინიძის ინიციატივით ტარდება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნა.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიული სინანულის“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი დონალდ ტრამპი თეირანის ბირთვულ შეთანხმებას დაარღვევს.
6 მაისს, გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება მოეწყო. დილიდან, საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა.
წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის, მას მოესმა ღმერთის ხმა: ‘ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო’.
დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, რომელიც 2015 წლიდან დაკავებული იყო ლიბიაში.
პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი შედარებით ნაკლებად აქტიური იქნება, და ის არ დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას, არც პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას და არც პრემიერი გახდება, მისი დაბრუნებით კი რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.