„ჩვენი მთავრობის ინიციატივას „სტარტაპ მეგობრული“ უკვე შემოუერთდა 24 ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის, „ამაზონი“ და „Hubspots“ , განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „სტარტაპ მეგობრულის“ პორტალის - Startupfriendly.gov.ge პრეზენტაციაზე.
ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ 3 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გაუქმდა 2008 წლის 28 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც თემურ ბასილიას უკანონო მსჯავრი დაედო.
ფინანსთა სამინისტრო ორ მილიონამდე ლარად 40 ლურჯი ფერის მანქანის შეძენას გეგმავს და ამისათვის ორ ტენდერს აცხადებს. ერთი ტენდერის ღირებულება 530 000, ხოლო მეორის - 1 448 000 ლარია - ჯამში 1 978 000 ლარი.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი ფრთხილი განცხადება გამოაქვეყნა „თვითერზე“ და დაადასტურა ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის - პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრის - განცხადება, რომ ტრამპმა მის პირად ადვოკატს, მაიკლ კოენს 130 000 აშშ დოლარი მსახიობ სტეფანი კლიფორდისთვის (მისი სასცენო სახელია სტორმი დანიელსი) „გაჩუმების სანაცვლოდ“ მისცა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფული მისი წინასაარჩევნო კამპანიიდან არ ყოფილა გადახდილი. აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება კი ეწინააღმდეგება მის წინა მტკიცებებს, რომ მან ფულის თაობაზე არაფერი იცოდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულია ცხინვალის რეგიონიდან დევნილი, თბილისში მცხოვრები 22 წლის პირი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქულ კლინიკა REYAP HOSPITAL ISTANBUL-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე უწყების თანამშრომლების შვილებისთვის კალათბურთის უფასო წრე - „თავდაცვა“ ფუნქციონირებს. ბავშვთა „თავდაცვის“ წრე პირველ სპორტულ აქტივობაში ასპარეზობს.
ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე, კულტურის სამასხურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის, ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი-იანს უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.