„2018 წლის ივლისში, ბრიუსელში იმართება ნატო-ს სამიტი, რომელიც უნდა იქცეს კიდევ ერთ ნაბიჯად ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას „ქართულ ოცნებას“, 8% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% „ევროპულ საქართველოს“ მისცემდა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხული მოქლაქეების 53% დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 31% საშუალოდ, 12% უარყოფითად, ხოლო 4% ამბობს, რომ აღნიშნული არ იცის.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას კარგად გამოკითხული მოსახლეობის 23% აფასებს, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას კი, 22%.
რუსეთ-საქართველოს საზღვრის ლარსის მონაკვეთზე, რუსეთის მხარეს, მსუბუქი ავტომანქანების მრავალკილომეტრიანი საცობია შექმნილი. მგზავრები უკვე 10 საათზე მეტია ვერ ახერხებენ გადაადგილებას, იტყობინება „Sputnik Грузия“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრწანისში ორი მოქალაქის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ინფორმაციას ავრცელებს.
ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი ვაშინგტონში გაემგზავრება და თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. იგი პირველი აფრიკელი ლიდერი იქნება, რომელსაც ტრამპი მიიღებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართულ ოცნებაში“ პარტიული თანამდებობა შესაძლოა, დატოვოს, წერს გაზეთი „ახალი თაობა“ და განაგრძობს, რომ მას, სავარაუდოდ თან მიჰყვებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ახალი სახეები.
ტრიპოლის სასამართლომ, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოს მოქალაქის, მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სოსლან კაკაბაძე ხომალდზე მზარეულად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.