„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა 1-ელ მაისს, ხოლო პარტიის ყრილობა 11 მაისს გაიმართება.
ამბერ რადის დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ახალ მინისტრად საჯიდ ჯავიდი დასახელდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 27 წლის იუბილე მიულოცა, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ქართულ არმიას მადლობა გადაუხადა დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობისათვის.
სრულიად საქართველოს ვულოცავ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს! ვულოცავ შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 27 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
ჩრდილოეთ სირიაში კვირა ღამით რამდენიმე სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, იტყობინება BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. დაუდასტურებელი ცნობებით, ათეულობით ადამიანია დაღუპული.
საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ქართული არმიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყო.
2018 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად. ჩვენი მიზანი გახლავთ, თითოეული მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს ქვეყნის განვითარების საქმეში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ პროცესებში, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხებზე, საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და რეგიონში ნატო -ს კომუნიკაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სულ მცირე 25 ადამიანია მოკლული, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი, 15-წუთიანი ინტერვალით მომხდარი აფეთქების შედეგად.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად 1%, ხოლო 8% ძალიან ცუდად აფასებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.