ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „რუსთავი 2“-ის საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით (მესამე მხარედ) მათივე თხოვნის საფუძველზე ჩართო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში, კაოთის უბანში, 1 300-მეტრიანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა სპორტის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები დააჯილდოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტად არის მიწვეული, განუცხადა ჟურნალისტებს უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ოლეგ ბურმისტროვმა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დაბეჯითებით თქვა, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტად არის დაპატიჟებული.
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები მოინახულა.
სამების საკათედრო ტაძარში, დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, წირვა და ვნების კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი ფეხთბანვა შესრულდა.
„კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქნახშირის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტიდან მაშველებმა ექვსივე დაღუპული მაღაროელი ამოიყვანეს. ცხედრების ამოყვანის ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამთო მაშველები ახორციელებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.