ბაზრებზე ფასები დაეცა მას შემდეგ, რაც პეკინმა შეერთებული შტატების 106 სახეობის პროდუქტზე ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა ვაშინგტონის იმ ნაბიჯის საპასუხოდ, რითაც ჩინურ იმპორტზე ახალი ტარიფები განისაზღვრა, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.

სრულად...

ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

სრულად...

მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში პოპულარული სამხრეთ კორეული „K-pop“-ის მომღერლებმა კონცერტი გამართეს, რომელსაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი კიმ ჩენ ინი მეუღლესთან ერთად დაესწრო. მან სამხრეთ კორეელ მომღერალთა ჯგუფის წევრებთან ერთად ფოტოც გადაიღო. 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 64 პირი.

სრულად...

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, თებერვალში, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5.5 %, ჯამში იანვარ-თებერვლის მონაცემებით 4.9 %-იანი ზრდა გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკმაც გაზარდა საქართველოს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

სრულად...

საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს. 

სრულად...

საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადასახადო ინიციატივებით გამოდის, - როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს.

სრულად...

პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი