საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსი ელჩები გამოიძახეს. როგორც BBC იუწყება, გავრცელებული ცნობებით, მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის მიერ 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რუსი დიპლომატები ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც გააძევონ.

სრულად...

სასტუმროში „ჰუალინგში“ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის (Noble Partner) ძირითადი დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს.

სრულად...

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა. 

სრულად...

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვანუატუს რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერს, ედვინ ემბლას მეკრევეს შეხვდა.

სრულად...

უკრაინის პოლიციამ კიევის ოლქში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ციკორიძე, ზედმეტსახელად „რამაზ ბაღდატსკი“ დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კიევის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სრულად...

ირაკლი კობახიძე, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ყატარის მრჩეველთა საბჭოს სპიკერს, აჰმედ ალ მაჰმუდს შეხვდა.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და ადმინისტრაციული ერთეულიდან მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები სოფელ ნიგვზნარის მოსახლეობას შეხვდნენ.

სრულად...

„ქვეყანა ნამდვილად იღუპება და თან რუსული მეთოდით მოსული 7 მილიარდიანი ბიძინას აკადემიური დებატებით ან სხვა წესიერი და მიღებული მეთოდებით დამარცხება წარმოუდგენელია“, აცხადებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი