„ქართული ოცნების“ დაპირება, სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა, რამაც „ქუჩაში გადასულ სისხლიან გარჩევებამდე“ მიგვიყვანა, „ბიზნესმენთა მკვლელობები კი უფრო გახშირდება“, აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნულ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ხუთი ადამიანი, რომელიც კვირას, რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ზიმნაია ვიშნიაში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, ცოცხლები იპოვეს - აღმოჩნდა, რომ ისინი ინციდენტის ადგილას არ იმყოფებოდნენ, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით.
გერმანიის პოლიციის მიერ კარლეს პუჩდემონის პატიმრობაში აყვანის შემდეგ ესპანეთის შემადგენლობაში მყოფ კატალონიაში კვირას საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი" საქართველოს მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარეზე, ამირან მაჩიტიძეზე დაყრდნობით იუწყება, რომ შუქრუთის მაღაროში ნგრევის შედეგად დაღუპული მუშის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ.
სულ მცირე 53 ადამიანია დაღუპული, სხვა 27 კი დაკარგულად არის გამოცხადებული რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, გარდაცვლილთა შორის შესაძლოა 41 ბავშვი იყოს.
„დღესდღეობით, რუსეთი გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს - იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც დაკავებული იყო ცხინვალში და წამების შედეგად გარდაიცვალა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დღეს ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 21 კილომეტრის დაცილებით მდებარე სოფელ გამარჯვებიდან 15 კილომეტრში.
კახეთში მყოფმა საქართველოს პრემიერ მინისტრმა რეგიონის სამომავლო განვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუშეთი და კახეთი ცალ-ცალკე არ უნდა განიხილებოდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით 20-20 ათასი ლარის შეთავაზების და თავდებში მყოფი პირების სიის თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.