მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სრჯან დანმანოვიჩთან შეხვედრებით დაასრულა.
საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კომპანიების - „სილქნეტისა" და „ჯეოსელის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ლუქსემბურგმა თავისი ელჩი რუსეთის ფედერაციაში კონსულტაციებისთვის გამოიძახა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „ბლუმბერგი“.
რამდენიმედღიანი ვარაუდების გამოთქმის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჩინეთში ვიზიტი დადასტურდა, როგორც პეკინის, ისე ფხენიანის მიერ.
რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის დიდ ბრიტანეთში მოწამვლის გამო მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებასა და „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით ნატოს გეგმებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა.
„პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ორმხრივ შეხვედრებზე ვსაუბრობდით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციის პრობლემაზე, არაღიარების პოლიტიკაზე“, განაცხადა აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟენევაში ვიზიტის შეჯამებისას.
სამედიცინო ცენტრ „თერჯოლამედში“ ფუნქციონირება დაიწყო ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილებამ, სადაც ტარდება გეგმური და გადაუდებელი კორონაროგრაფია-სტენტირება (გულისმკვებავი სისხლძარღვების გამოკვლევა და მკურნალობა).
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, პირველი აპრილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ერთი წლისა და ოთხი თვის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.
წყალტუბოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თამარ მეფის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.