წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარის მოწყობასა და სადრენაჟე სისტემის მონტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრველყოფს.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 106-ე კილომეტრზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სოფლების, ზუდალისა და ახალი ჩორდის გავლით არის შესაძლებელი.
„უმრავლესობის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მრჩეველების გაფრთხილებებს ყური არ დაუგდო, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაურეკა და რუსეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, იტყობინება აშშ-ის მედია.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სპექტაკლი „ნაცარქექია“ იქნა ნაჩვენები.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ონის, სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა. თათბირს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად მერის მოადგილეებიც დაესწრნენ.
21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 2011 წლიდან დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.