დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე მათი ოჯახის წევრების დახმარება-რეაბილიტაციის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით საქართველოში აშშ-ის ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, რუდოლფ მიხალკასა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ივან კმეტს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ივან კმეტს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში „კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაცია საქართველოს კონტექსტში“ ტრენინგი დღეს ოფიციალურად დასრულდა. კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში იოანეს დუმამ დახურეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქციას ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცეს.
ადიგენში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, „ჭრელი წინდების აქციას" სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" ორგანიზებით, სოფელ მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლეშმობი გამართეს.
წყალტუბოს საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
ბოლნისში სამი ადამიანი დაჭრეს. სამივე მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი და ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად აქციას „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ შეუერთდა.
მკვლელობა თბილისში - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.