ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა ნაზარლოსა და ქესალოს უფროსკლასელ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შესაბამისი სია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, თბილისის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძის ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის ბრალდებულის პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს.
საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებულმა შტატების და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში რუსეთის ყოფილ საიდუმლო აგენტსა და მის ქალიშვილზე ნერვის აგენტით (ქიმიური ნივთიერება) თავდასხმას ეხება და რომელშიც დაგმობილია „ნერვის აგენტის პირველი თავდასხმითი გამოყენება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“ და ოთხი მძლავრი დასავლელი მოკავშირე აღნიშნულს დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე იერიშს უწოდებს.
წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გარეგანათების ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, უკვე დასრულებულია ნათურების გამოცვლა, ამჟამად არსებული 8-კმ-იანი მკვებავი კაბელის ქსელის აღდგენა ხორციელდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0044 პუნქტით გაუფასურდა.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა საკრებულოს ყოფილი დეპუტატმა, ზურაბ ნეფარიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ნეფარიძის ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მოსკოვის მიერ ლონდონის საპასუხოდ ბრიტანელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევების შესახებ კომენტარის გაკეთებისას რუსეთს ურჩია „უკან დაიხიოს და ხმა გაიკმინდოს“.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს. როგორც გარდაცვლილი 19 წლის პანკისელი ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, ოჯახმა პროტესტის ამ ფორმის გამოყენება, გამოძიების მასალებში ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.