შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, სამართალდამცავებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და არაერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კიბერუსაფრთხოების თემაზე უწყებათშორისი შეხვედრით გაგრძელდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი და საკრებულოს წევრი გიორგი ფანჩულიძე სოფ. სიქთარვის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც შესაბამისი სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ დროებით სიქთარვის საჯარო სკოლა განთავსდა.
ქართული არტილერიის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის საარტილერიო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის მონაწილეობით ხონის II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე და თავიანთი ნება თავისუფლად გამოხატონ.
ბრიტანული სადაზვერვო სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ ნერვის აგენტი, რომელმაც რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლა, ყოფილი აგენტის ქალიშვილის ჩემოდანში იყო მოთავსებული, სანამ იგი მოსკოვს დატოვებდა.
სულ მცირე ოთხი ადამიანია გარდაცვლილი და ათ სხვას დაზიანებები აქვს მიღებული მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სიახლოვეს ხიდი ჩამოიშალა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) საჯარო ლექცია წაიკითხა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს გაკეთებულ ყოველწლიურ ანგარიშში რუსეთის ქცევის უგუნურ მომენტებზე გააკეთა აქცენტი, რომელთა შორისაც, მისი აზრით, არის „ყირიმის არაკანონიერი ანექსია და სამხედრო მხარდაჭერა სეპარატისტებისათვის აღმოსავლეთ უკრაინაში; სამხედრო ძალებით ყოფნა მოლდოვასა და საქართველოში, ამ ქვეყნების ნება-სურვილის წინააღმდეგ; მონტენეგროსა და დასავლეთ ბალკანეთის ხვა ნაწილებში ჩარევა და სამხედრო მშენებლობის გაძლიერება ევროპის ჩრდილოეთიდან ახლო აღმოსავლეთამდე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.