საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.
სარაევო დაინტერესებულია განავითაროს თანამშრომლობა თბილისთან ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ვიცე პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და სარაევოს მერმა აბდულა სკაკამ ბოსნია და ჰერცეგოვინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.
საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან, ა(ა)იპ.-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ქალები პოლიციაში“ მონაწილეობენ.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი შვედეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საპატრიარქო ავრცელებს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ესწრებოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0126 პუნქტით გამყარდა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ სოფელ ახალშენში, კიკნაძეების ოჯახში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთო. ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი ამ ეტაპისთვის რამდენიმე სოფელში (ახალშენი, საწულუკიძეო, ქუტირი) ერთდროულად მიმდინარეობს.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპასუხო წერილს უგზავნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.