სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.თ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „რამდენიმე ათეული“ რუსეთის მოქალაქე - არა რეგულარული არმიის ჯარისკაცები - იქნა მოკლული ახლახან სირიაში გამართულ ბრძოლაში.
სირიული პრო-სამთავრობო ძალები, გავრცელებული ცნობებით, თურქეთის საზღვრის გასწვრივ ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ, რაც თურქეთთან შეტაკებების რისკს ზრდის, რადგანაც ოფიციალურმა ანკარამ დამასკო კატეგორიულად გააფრთხილა, რომ სირიული არმიის აღნიშნულ ანკლავში შესვლა „კატასტროფის“ გამომწვევი იქნებოდა.
მესტიაში, ჰაწვალი-ზურულდის სათხილამურო კურორტზე ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელ-მასწავლებლის, გივი ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რაიონის ღია პირველობა სამთო - სათხილამურო სპორტში გოგონათა დ ვაჟთა შორის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, უწყებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 2018 წლის 1-ლი მარტიდან ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ, ისევე, როგორც შტატიანი თანამშრომლები.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში თელავში, კახეთის რეგიონის სოფლის ბიბლიოთეკარებს შეხვდა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0129 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპი დაიწყო.
წყალტუბოში „იდეების განვითარების ფონდი“ იწყებს ფუნქციონირებას. წყალტუბოს მუნიციპლალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი „იდეების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელს, ქეთევან გეჯაძეს შეხვდა.
რუსეთს აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით სუჯაშვილმა გააკეთა. სუჯაშვილს დღეს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.