საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, კოლეჯში გადამზადება 50-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს - შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დემირელის კოლეჯის დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოთი გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ კი, საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს".
„გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა არგუმენტებით ვეტოსთან დაკავშირებით, კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. პროკურატურა ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარით განსაზღვრა.
სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს სცემა, რის შემდეგაც მეუღლემ მას ჭრილობა დანით მიაყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.