საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს გენერალ გიორგი კვინიტაძეს სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები ესტუმრნენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ დისკუსია გამართეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინთან“ დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც საქართველომ შეიძინა ან მომავალში შეიძენს, თვდაცვითი ხასიათის იარაღები იქნება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0175 პუნქტით გამყარდა.
ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და, რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ხონის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ბაგრატიონის ქუჩაზე ახლადმოწყობილი სკვერი, სასპორტო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოები გამწვანდა.
„სიტროენ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე განცხადება შეიტანა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების გუშაგი რიგითი ტ.ბ., რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს.
ვალეში საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სტალინისა და თამარ მეფის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა/აღდგენა ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.