პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველო - საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
საქართველოს მიღწევები, რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შთამბეჭდავია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება აზიის განვითარების ბანკის(ADB) ვიცე პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის მოადგილედ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნად ნათია მეზვრიშვილი დანიშნა.
ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან წარმატებით გამოსცადა ახალი ტიპის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია მისწვდეს შეერთებული შტატების მთელ კონტინენტს. ამის შესახებ BBC ჩრდილოეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე, ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება.
დასავლეთ გერმანიის ქალაქ ალტენას კონსერვატორ მერს საქაბაბეში ცივი იარაღით დაესხნენ თავს, რაც მის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება. BBC-ის ცნობით, მას დანა კისრის არეში ჩაარტყეს, თუმცა იგი სიკვდილს გადაურჩა. დაჭრილი მერი საავადმყოფოში მოათავსეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0045 პუნქტით გაუფასურდა.
2018 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება. ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე, ციენ ქემინგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.