განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 9 წელი შეუსრულდა. ბრიგადის დაბადების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი ხონში, II საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შს ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს. განცხადება ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილის ადვოკატმა, „ევროპული საქართველოს წევრმა", ოთარ კახიძემ გააკეთა.
1-ლი ოქტომბრის სადავო დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, კატალონიის რეგიონული მთავრობის დათხოვნილი ლიდერები აჯანყების და ამბოხების მოწოდების ბრალდებებით ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს უმაღლეს ათეულში მოექცა, ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა, ყველას მივულოცო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვან დაწინაურებას - 7 ადგილით, მე-16-დან მე-9 ადგილზე გადანაცვლებას.
როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს, აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
ქ. ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ, მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა და შეკრებილ საზოგადოებას 2017 წელს გაწეული სამუშაოები გააცნო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ, ძებნილი მეგის ქარდავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის „ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.