„ლიბერთი ბანკი“ კამპანიის „ევროპა სახლია“ მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული კამპანია ეხმიანება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას 2017-2020 წლებისთვის.
გურჯაანში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, არჩილ ხანდამაშვილისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენა გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
„ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „თაბორის მთაზე იგეგმება ელექტროსადგურის დადგმა", რაზეც მისი თქმით, „ჩვენი ჯიბიდან მილიონ 700 000 იხარჯება" და რაც მისივე მტკიცებით, „ბიძინა ივანიშვილისთვის კომფორტის შექმნას" ემსახურება.
ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას “სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში”.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია კუნძულის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან თორნიკე შონიასთან და ზვიად ბჟალავასთან ერთად, გორგასლისა და ილიას ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას, და საჯარო სამსახურის ეფექტურობის ზრდას. ხელისუფლების მიზანია, ფისკალური რისკების საჯაროობის და საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება", განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.
ჩვენ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ჩვენ შევძელით ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური მოდელის შექმნა, რომლის მიზანი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებაა, განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია და უმეტეს შემთხვევებში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განაცხადება სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.