პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ ამაღლების, ბაძგისა და ბზვანის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, გიორგი ერბოწონაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყანდაურას, ბადიაურის, მზისგულისა და შიბლიანის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა, მორიგი შეხვედრები სოფელ არაშენდის, დარჩეთის, ნანიანისა და ჯიმითის მოსახლეობასთან გამართა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატმა, შოთა ნარეკლიშვილმა სოფლების, კონდოლის, ნასამხრალისა და შალაურის ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
„შენების მოძრაობის" ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ სამტრედიასა და სენაკში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მოძრაობის სახელით, სამტრედიაში მერობისთვის იმედა გოგავა, ხოლო სენაკში აპოლონ გარუჩავა იბრძოლებენ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში გამოსვლა „ძაღლის ყეფას“ შეადარა.
საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართავს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და „ძლიერთა თამაშებში“ წარმატება უსურვეს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP“-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს, ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში წევრი ქვეყნების იმ მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.