„პარლამენტი აუცილებლად იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების და დამოუკიდებლობის გარანტი და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გააკეთა.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქარიატის, პირველი ხორგისა და ქალაქ ხობში რკინიგზის სადგურის უბანის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

სრულად...

დმანისის და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, კახაბერ ოქრიაშვილმა, ამომრჩეველს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დმანისის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი წარუდგინა.

სრულად...

ჩვენმა წინდახედულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს წარმატებას ჩვენი რეგიონის ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

ირანმა შორ მანძლზე, 2 ათას კილომეტრზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გადაიტანოს რამდენიმე ქობინა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია Press TV-ის მიხედვით, ბრიგადის გენერალ ამირ ალი ხაჯიზადეზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავება 20 სექტემბერს მოხდა.

სრულად...

ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკია დააკავეს. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, გამთენიისას ჩაატარა.

სრულად...

თბილისში, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტში ხანძარია. როგორც GUARDIAN.GE-ს ადიგენის გამგეობაში განუცხადეს, ცეცხლი ზედა ღაღვის ტყეს უკიდია. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის კერა მიუდგომელ ადგილზე გაჩნდა და მასთან მისაახლოებლად, წუხელ გზის გაჭრა დაიწყო. 

სრულად...

წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა,  გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი