პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით თეთრ სახლში გადაგზავნილ კანონპროექტზე ხელმოწერიდან ერთ დღეში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა რუსეთთან „სახიფათოდ დაბალ“ ნიშნულზეა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
ხობში, მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალ თასზე ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ბილიარდში სტარტი აიღო. ტურნირი ბილიარდის ორ სახეობაში „პული“ და „თავისუფალი პირამიდა“ ტარდება და მასში 20 მობილიარდე მონაწილეობს.
82 წლის ქალბატონს თავისივე სახლის ზღურბლთან უცნობი ქალი „ბოროტულად და პროვოცირების გარეშე“ დაესხა თავს და ძაღლის ქამრით გაგუდვა დაუპირა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დასჩემდათ ასეთ პოზაში ჩადგომა, რომ პრეზიდენტის ნებისმიერ გამონათქვამზე აქვთ უმწვავესი რეაქცია“, ასე ეხმაურება პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას.
უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს გამოეხმაურა.
პოლიციის განცხადებით, 12 პატიმარი გაიქცა ალაბამას ციხიდან მას შემდეგ, რაც მათ არაქისის კარაქის გამოყენებით ეშმაკურად დაიყოლიეს დაცვა მათთვის კარები გაეღოთ და გარეთ გაეშვათ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.
კალაუბანში, ბეთლემის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტი თბილისის განვითარების ფონდის მიერ, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.