საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს. ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდება.
ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Gem-fest-2017” გრძელდება. მთავარ სცენაზე, ამჯერად, მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავმა, Solomun-მა დაუკრა.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს. გაურკვეველი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით მოთავსებული ექვსივე ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცავებმა აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას, კიევის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე ე.ჰ. დააკავეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა გოგიასთან ერთად, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ევროპის ნაწილში ათწლეულის განმავლობაში ტემპერატურა ყველაზე მაღალ ნიშნულს, 44C-ს (111 F) მიაღწევს. რამდენიმე ქვეყანამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადებები გამოსცა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და მისმა მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ შალვა გაბრიაძემ, ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ბიუროსა და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ეტლები სახლში პირადად მიუტანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.