საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე დენ მულენის შეხვედრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო.
იტალიის მთავრობის ოფიციალური პირები ათი ათასობით მიგრანტისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემით დაიმუქრნენ, რითაც მთავრობა მიგრანტების და ლტოლვილების მზარდი კრიზისის მოგვარებას შეეცდება, რადგან ვიზების გაცემით, ახალ შემომსვლელებს ჩრდილოეთში გამგზავრების საშუალებას მისცემენ. „თაიმსის“ ცნობით, საუბარია 200,000 მიგრანტზე, რომელიც იტალიაში შევიდა და ევროპის გარშემო მოგზაურობას აპირებს.
„თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ საქართველოში იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი ვახშამი გამართეს.
საქართველოს 17-18 ივლისს ოფიციალურ ვიზიტად თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ეწვევა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და მთავრობის წარმომადგენლებმა, თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ „ლამპრების“ წევრებთან ერთად გუშინ, გვიან ღამით გადმოკვეთეს საზღვარი.
ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში, ოპოზიციის ორგანიზებულ არაოფიციალურ რეფერენდუმზე 61 წლის მედდა ცეცხლსასროლი იარაღით ხმის მისაცემად რიგში დგომისას მოკლეს.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.
შეერთებული შტატების სენატი „გადაავადებს“ ე.წ. ობამაქეას (ობამას მიერ მიღებული ჯანდაცვის კანონი) გაუქმებისა და მისი შეცვლის კენჭისყრის პროცედურას, რადგანაც ერთ-ერთი მთავარ კანონმდებელს, ჯონ მაკკეინს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა - თვალის ზემოთ სისხლის შენადედი ამოუღეს. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკელი“ ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.