თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ პარასკევს თბილისში, საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქული მხარისთვის გადაცემის შემთხვევაში - რაც, როგორც თურქმა დიპლომატმა განაცხადა, არ იცის იგეგმება თუ არა - მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, სიმართლეს არ შეესაბამება.

სრულად...

აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის და რუსი ადვოკატის შეხვედრას 2016 წლის ივნისში რუსი-ამერიკელი ლობისტი ესწრებოდა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კონტრ-დაზვერვის ოფიცერია, იუწყება NBC-ის ახალი ამბები.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0035 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა დასრულდა. თეთრუაშვილმა სასამართლო ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სასამართლო სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ისაუბრა.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სასამართლო დარბაზიდან 20,000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 17 ივლისს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება. პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან - სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.

სრულად...

იერუსალიმში, წმინდა ადგილების სიახლოვეს თავდამსხმელების მიერ პოლიციელებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილი სამი ისრაელელი პოლიციელიდან ორი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სრულად...

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის სასამრთლო პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ არსებობს აბესაძის მიერ მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები, რის გამოც პროკურორმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2015–2016 წლების კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. 41 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავჯმდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ გადასცეს.

სრულად...

იერუსალიმში, წმინდა ადგილების სიახლოვეს თავდამსხმელების მიერ პოლიციელებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად სამმა ისრაელელმა მიიღო დაზიანებები. ამის შესახებ BBC იუწყება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი