დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილე ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს და ასკვნის, რომ ვინაიდან „განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას“ და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება.
კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებისთვის ქალთა
ლიდერობის თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. „ქალები თავდაცვის სისტემაში“
სემინარი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა და
თავდაცვის უწყებაში ქალების ლიდერობის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების სექტორში
გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების
ინტეგრირების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
ქალაქ ნინოწმინდაში, შაუმიანის ქუჩაზე დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს პროკურატურამ, დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
მიშამ-ნაცმოს ლიდერი აღარ ვარ, ნიკა მელია და „თანავარსკვლავედი“ არიან დღევანდელი ენმ-ს ლიდერებიო.
25 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახლემწიფო ვიზიტი იტალიაში დღეს გაიმართა და ამავე დროს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათ წელს. ასე რომ, ეს თარიღები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს და იტალიას აქვთ არა ოცდაათწლიანი, არამედ საუკუნოვანი ურთიერთობები და ჩვენი ორი კულტურა და ცივილიზაცია უკვე ძალიან ბევრი საუკუნის წინ იცნობდა ერთმანეთს და თანამშრომლობდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. ექსპერტების მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელდა ფაქტების დამახინჯება და ქართული ჯარის დისკრედიტაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.