თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბაბილთან სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ Guardian.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს საიტიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრის აუდიოჩანაწერი წაიშალა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვის დროს გონება დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ CNNTurk-ი ავრცელებს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, ლისის ტბაზე „თბილისი დარბის გმირებისთვის“ 5-კილომეტრიანი გარბენი ჩატარდა.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
ნატახტარის აეროდრომზე ავიაშოუ გაიმართა. ბალტიისპირელი პროფესიონალი მფრინავით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა - Baltic Bees რეაქტიული და სპორტული თვითმფრინავებით შესრულებული საჰაერო-სანახაობრივი მანევრები შეასრულა და ფიგურული ფრენები წარმოადგინა.
პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად 123 ადამიანი დაიღუპა. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება, ტანკერი, რომელსაც რამდენიმე ტონა საწვავი გადაჰქონდა, ქალაქ ბაჰავალპურთან ამობრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე - კუმისის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისიდან ერევნის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი, რომლის მგზავრების აბსოლუტურ უმრავლესობას სომხეთის მოქალაქეები შეადგენდნენ და მათ შორის, ბავშვებიც იყვნენ ამობრუნდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის წინამორბედს, ბარაქ ობამას 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით უმოქმედობაში დასდო ბრალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.