ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტის ძრავა გამოსცადა, რაც მისი ძალისხმევების ნაწილია, შექმნას რაკეტა, რომელსაც შეერთებული შტატების კონტინენტზე წვდომის შესაძლებლობა ექნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდი ბრიტანეთის გეგმებს, უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც მისი ბლოკიდან გასვლა მოხდება, „კარგი დასაწყისი“ უწოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან თქვა, რომ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით „ძალიან, ძალიან ბევრი შეკითხვაა“ და „ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“.
ყოფილი ამერიკელი დიპლომატიური ოფიცერი დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს ჩინეთის აგენტისთვის უაღრესად საიდუმლო დოკუმენტების მიცემისთვის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტზე ევროპის ლიდერებს უთხრა, რომ ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ახალი სტატუსი, „ევროკავშირის მოსახლის სტატუსი“ მიეცემა.
ნაბიჯები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით, ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახლდათ შეტანილი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.