ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების კურსი 3-კვირიან სწავლებას მოიცავდა.
საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა მარტენ ეგენმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრატისლავაში 2-4 ივნისს იმართება.
ქეთევან დედოფლის გამზირზე შემდეგი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდგომ ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით.
დღეიდან, 30 ივნისის ჩათვლით, ნებისმიერი Visa ბარათით გადახდისას, Onoff.ge-ზე ნივთის შეძენა 55%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს შარლ მიშელის პოლიტიკურ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე, - ამის შესახებ პარტია „ლელო“-ს განცხადებაშია აღნიშნული.
დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება, რომ 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.